Saturday, January 5, 2013

კრისტოფორო დე კასტელი და მისი მისია

    სტორია ორი მიზეზით მიყვარს: ერთი – წარსულში მომხდარის შესახებ გაგება აწმყოს გააზრებაში მეხმარება და მეორეც, თუ კარგად ჩავუკვირდებით, ისტორიის ვრცელ და ზოგად ნაკადში ცალკეული ადამიანების, ცალკეული ცხოვრების დანახვა შეიძლება. ცნობილი ადამიანები, მეფეები და მხედართმთავრები არ მყავს მხედველობაში. ისინი ისტორიის მამოძრავებლები არიან და მათ შესახებ  ხშირ შემთხვევაში უმცირესი დეტალებიც ცნობილია.
1627-1654 წლებში საქართველოში სამისიონერო მოღვაწეობას ეწეოდა სწავლული აღმოსავლეთ-მცოდნე დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც დაგვიტოვა უნიკალური ჩანახატები საყურადღებო მინაწერებით XVII საუკუნე საქართველოს პოლიტიკურ-სოციალურ და სამეურნეო ცხოვრებაზე. მისი ცნობები საინტერესეო და სანდობია როგორც თვითმხილველისა, განსაკუთრებით სამეგრელოზე. კასტელის ჩანაწეწრები და ჩანახატები დოკუმენტად ავსებენ და აზუსტებენ ჩვენს ცოდნას საქართველოს მღელვარე XVII საუკუნის აქამდე უცნობი თუ ნაკლებად შესასწავლი ისტორიული მოვლენების და პიროვნებების გაშუქებისთვის.
კასტელის ჩანახატები მდიდარი კოლექცია აქამდე ჩვენში ცნობილია მხოლოდ ათიოდე სურათის პუბლიკაციით, რომელსაც უკანასკნელ ხანებში მიემატა ამდენივე სურათი გამოქვეყნებული სხვადასხვა დროს თამარაშვილის, ალენისა და ლენგის ნაშრომებში.
      წინამდებარე ალბომი წარმოადგენს კასტელის ჩანახატების პირველ სრულ პუბლიკაციას, რომელთა დედანები დაცულია პალერომოში. მათში ვხვდებით: თეიმურაზ პირველის, გიორგი სააკაძის, ნიკოლოზ ირბახის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის, ჩერქეზეთის მთავრობისა თუ სახეების დღემდე უცნობ ზოგ სურათს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული ხელოსნობის, მიწათმოქმედების, ჩაცმულობის, სამშენებლო ხელოვნების ამსახველი ჩანახატები, ცეკვები, სასიმღერო ტექსტები, მოიპოვება ქართულ გამოთქმათა დაწერილობანიც.
კასტელის ხელით შესრულებული მინაწერები სურათებზე ლათინურ, ბერძნულ, იტალიურ, სირიულ, ებრაულ, სპარსულ, თურქულ, ქართულ ენებსა თუ სიცილიურ ან მეგრულ დიალექტებზე, თარგმნა და განმარტება ბეჟან გიორგაძემ, რომელთაც დაურთო სათანადო შენიშვნები ხუთასზე მეტი სურათისთვის.
წინამდებარე ალბომი წარმოადგენს კასტელის ჩანახატების პირველ სრულ პუბლიკაციას, რომელთა დედანები დაცულია პალერომოში. მათში ვხვდებით: თეიმურაზ პირველის, გიორგი სააკაძის, ნიკოლოზ ირბახის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის, ჩერქეზეთის მთავრობისა თუ სახეების დღემდე უცნობ ზოგ სურათს. განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული ხელოსნობის, მიწათმოქმედების, ჩაცმულობის, სამშენებლო ხელოვნების ამსახველი ჩანახატები, ცეკვები, სასიმღერო ტექსტები, მოიპოვება ქართულ გამოთქმათა დაწერილობანიც.  
  კასტელის ხელით შესრულებული მინაწერები სურათებზე ლათინურ, ბერძნულ, იტალიურ, სირიულ, ებრაულ, სპარსულ, თურქულ, ქართულ ენებსა თუ სიცილიურ ან მეგრულ დიალექტებზე, თარგმნა და განმარტება ბეჟან გიორგაძემ, რომელთაც დაურთო სათანადო შენიშვნები ხუთასზე მეტი სურათისთვის.

                                                 ცნობები კასტელის ალბომისა
      XVII საუკ. იტალიელი მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი მთლიანი სახით დღემდე გამოუქვეყნებელია, რელაციონი კი სავებით უცნობია ქართული ისტორიოგრაფიისთვის და წარმოადგენს მოგონებებსა და ჩანაწრებს საქართველოში 1628-1654 წლების მისიონერული მოღვაწეობის შესახებ. ამის ფონზე ავტორი, როგორც თვითმხილველი და დაკავებული ისტორიკოსი, გვიშლის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრების საკმაოდ ფართო სურათს.კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული და ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული და ამჟამად პალერმოს კომუნალურ წიგნთსაცავში დაცული. ქართული ისტორიის ეს ძვირფასი მასალა თეათინელების მონასტერში იყო მივიწყებული და მოსპობის საფრთხე ელოდა, რომ გამოჩენილ ბიბლიოთეკარს პატრ და მარცოს წიგნთსაცასი საიმედოდ არ მოეთავსებინა.
      კასტელის ნახატებმა ჩვენამდე, სამწუხაროდ , სრული სახით ვერ მოაღზია."რომიდან ჩემს სამშობლოს ქალაქ პალერმოში დაბრუნების დროს, ზღვაზე ღელვისას, წყალში გადამივართა ერთი ტომი , რომელშიაც ყველაზე მშვენიერი სურათები მქონდა დახატული", შენიშნავს დამწუხრებული ავტორი. როგორც მიხ. თამარაშვილი აღნიშნავს : " სამწუხაროდ ჩვენამდე სისრულით ვერც ამ ალბომებში დაცულმა სურათებმა ვერ მოაღწია, რადგან შევნიშნე, რომ რამდენინმე სურათი უკვე ამოჭრილი იყო. და ამგვარად სამუდამოდ დაკარგულა ჩვენთვის. დანარჩენი სურათების მომედებული ნაწილიც მალე დაიჭუპებოდა საქართველოსთვის უკეთუ ახლა არ მოგვესწრო და არ გადმოგვეღო, რადგან წიგნები ძალიან დაძველებულან და ხელის შეხების დროს ფურცლები იხევამ რის გამოც, იძულებული გავხდი ბევრ ადგილას ფურცლები დამეწებებინა. ყველა ნახატი კალმითაა მოხაზული, რაც აძნელებდა მათი სისრულით გადმოღებას. ამისათვის ბევრი ვიშრომე, რადგან კარგად გადმოღებისათვის საჭირო გახდა დახელოვნებული ფოტოგრაფი მოგვეწვია და ბევრი გვეშრომა , ყველაფერი დიდის სიამოვნებით ვიტვირთე, რათა საქართველოსათვის შეგვეძინა ეს ძვირფასი განძი ჩვენის წარსულისა".
კასტელის ალბომში სულ 570 ნახატია, 100 გვერდი კი რეალიციონის ტექსტს უკავია. ნახატები შეიძლება ამგვარად დავაჯგუფოთ: 150 სურათი სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებას ეხება, 100 ქვეყნის მესვეურთა, მეფე-მთავართა და ცნობილი პირების პროტრეტებია, 150 სურათზე სხვადასხვა ეროვნების ქალთა სახეებია მოცემული, რომელთაც კასტელი შეხვედრია, 100 სურათი პრორდრეტული ხასიათისაა; ოციოდე ნაგებობებითა ნიმუშებია. გარდა ამისა, კასტელის დასურათებული აქვს სამისიონერო მოღვაწეობის ათი სცენა, სადაც ცოცხლადაა ასახული შინაარსით მდიდარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და საქართველოსათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო გარემო.
        კასტელის მიერ შესრულებულ ყველა ნახატს მისი შინაარსის გასაგებად ახსნა-განმარტება მოეპოვება უმეტესად იტალიურ ენაზე; ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა სიცილიურ დიალექტზეა, ასევე -ლათინურზე და რამდენჯერმე- ბერძნულსა და თურქულზედაც კი.
     კასტელის სურათებისა და რელაციონის მთავარი ღირსება ის არის, რომ ისინი შეიცავენ ქართულ სახემწიფოებრივ-პოლიტიკურისა და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრების შესახებ მრავალ ისეთ ცნობას, რაც სხვა წყაროებით ცნობილი არ არის. აქ ცოცხალი სახით წარმოგვიდგება XVII საუკუნის, უმთავრესად იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მღელვარე თავგადასავლის გარდა, მათი ხედები, ქალაქები, სოფლები, სასახლეები, გლეხთა ქოხები თავიანთი კარმიდამოთი, ეკლესიები, სამხედრო და სამეურნეო იარაღები და სხვა. ყურადღებას იქცევს მეფე დედოფალთა თუ სხვა პირთა პორტრეტები, ცხადია , კასტელი პროფესიონალი მხატვარი არ იყო და მისი ნამუშევარი არ შეიძლება იმაზე მეტად შევაფასოთ, ვიდრე თვითნასწავლი მოყვარულისა. ამატ სან ფილიპო ამბობდა: " კასტელი ახერხებდა თავისი აზრების კალმით გამოთქმას, მით უმეტეს, როცა შეუფერადებლად, უშუალოდ ნატურიდან ხატავდა, რაშიც ერთგვარად დახელოვნებულიც იყო, მაგრამ აჭარბებდა თავის შესაძლებლობათა შეფასებაში, როცა თავისუფალ კომპოზიციებს ასრულებდა.
          აუცილებელია კარგად გავიაზროთ კასტელის და მისი მეგობარი მისიონრების ცხოვრების პირობები საქართველოში, საშუალებანი და ისტორიული გარემო, აზიისა და ევრობის ქვეყნებთან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი , დიპლომატიური და სხვა ხასიათის ურთიერთობა. ამასთანავე არანაკლებ საინეტერესოა თავად კასტელის პიროვნება, მისი აღზრდა-განათლება და ის მიზნები, რომელთაც მას საქართველოში სამოღვაწეოდ 26 წელი გააძლებინეს და ქართველ ხალხთან ერთად გადაატანინეს უფრო მეტად გაჭირვება, ვიდრე პატივი და უზრუნველყოფა. საქართველოს კავშირი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან უშუალოდ ვატიკანის მეშვეობით ხორციელდებოდა, ამიტომ რომის პაპის მიერ გამოგზავნილ მისიონერებს პრველხარისხოვან ემისარის როლი ენიჭებოდათ და საქართველოს მეფე-მთავრებიც მათი მეშვეობით აგვარებდნენ დასაველთთან საჭირო პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობას. როგორც ცნობილია კათოლიკურ პროპაგანდას საქართველოში მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. არსებული მასალების მიხედვით ის XIII ს-ის 20-იანი წლებიდან იწყება და თავდება 1845 წელს, როცა რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით მისიონერები განდევნეს საქართველოს საზღვრებიდან.
         1656 წ. თეათინელები ჯერ ქართლში  მოვიდნენ, მაგრამ მათთვის არასასურველი პირობები გამო გადასახლდნენ დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რაიონებში სადაც საბოლოოდ დამკვიდრდნენ რა თქმა უნდა 1945 წლამდე. ისინი სოფლურ პირობებში ცხოვრობდნენ მაგრამ ავღნიშნავ კიდევ , რომ მათ უდიდესი პატივის სცემდნენ მეფე-ბატონები. ასევე აღსანიშნავია რომ ისინი როდესაც ჩამოვიდნენ პირველად ესტუმრნენ გორს 1631 წელს, ამის შემდეგ 1632 წელს კიდევ ჩამოვიდა 6 მისიონერი მათ შორის კასტელიც იყო. იგი ცოტა ხნის შემდეგ დაბინავდა გურიაში ჯარდინასთან და კლაუდიოსთან ერთად. მაშასადამე, XVIIს-ის პირველსავე ხანებში საქართველოში სამოღვაწეოდ ჩამოვიდნენ იეზუისტების ორდენის მისიონერები, ავგუსტელების, თეათინელთა, კარმელიტთა. ფრანჩესკელები და კაპუჩინელები. კასტელი თეატინელთა ორდენის წევრი იყო. საქართველოში მყოფ თეათინელები ხშირად წვდებოდნენ მთის მოსახლეობას: რაჭას, სვანეთს, აფხაზეთს. ყარაჩიასა და ჩერქეზეთს.
ანუ, დასკვნის სახით რომ ითქვას, დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. მოღვაწეობდა XVII საუკუნის პირველ ნახევარსა და შუა წლებში. საქართველოში 1628 წელს ჩამოვიდა პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქალაქ გორში თეიმურაზ პირველთან, ხოლო 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა ისინი განდევნა. იტალიელი მისიონერები ოდიშში ჩავიდნენ. კრისტოფორო კასტელი 1652 წელსაც საქართველოშია, შემდეგ კი იტალიაში ბრუნდება. ამ პერიოდში მან მრავალი საინტერესო ჩანახატი გააკეთა, რომელიც ორ ალბომში იყო შესრულებული. ერთი ალბომი კრისტოფოროს იტალიაში დაბრუნებისას განადგურდა, მეორე კი დაცულია ქალაქ პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში და 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა, მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოფირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობითა და შენიშვნებით გამოსცა ბ. გიორგაძემ. კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის.
http://mapyourinfo.com/wiki/ka.wikipedia.org/კრისტოფორო%20დე%20კასტელი/ --> კასტელის მოქმედების სქემა.

ავტორი: ირაკლი ჩომახაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა: RELAZIONE E ALBUM DEI SCHIZZI SULLA GEORGIA DEL SECOLO XVII(ცნობები და ალბომი  საქართველოს შესახებ), ასევე Wikipedia.ge(მაგრამ ნაკლებად , მხოლოდ სურათებისთვის)